ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელეფონო მოსმენების სკანდალით გამოწვეული შედეგები


სატელეფონო მოსმენების სკანდალით გამოწვეული შედეგები
სატელეფონო მოსმენების სკანდალით გამოწვეული შედეგები

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის ნიკ კლეგის განცხადებით, სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულმა სკანდალმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა მედიას, პოლიციასა და პოლიტიკოსებს შორის.

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლო გამოძიება ხელს შეუწყობს ბრიტანულ ისტებლიშმენტში არსებული მანკიერი მოვლენების გამოაშკარავებას.

ბატონმა კლეგმა დაიცვა პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომელიც ამ სკანდალში გახვეული მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის გაზეთის რედაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობაში ამხილეს. ამ გაზეთის ჟურნალისტები კი უკანონოდ უსმენდნენ ათასობით ადამიანის სატელეფონო საუბრებს.

XS
SM
MD
LG