სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა სირიის უშიშროების ძალების მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად.
ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების ინფორმაციით მსხვერპლი იყო დამასკოში ქალაქ დარააში და ჩრდილოეთის პროვინცია იდლიბში.
ათასობით სირიელი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე, მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ოთხშაბათს სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ 6 ადამიანი მოკლეს და 20 დააპატიმრეს. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.