სირიის მთავრობამ ქალაქ ჰამაში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გამოსულ მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ყველაზე ცოტა 22 ადამიანია დაღუპული და 50 დაჭრილი.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ სირიის უშიშროების ძალებმა ლიბანის საზღვართან მომხდარი ანალოგიური დარბევისას, შესაძლოა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს.
ქალაქ თალკალაჰის მშვიდობიან მოსახლეთა დაპატიმრების, მკვლელობის და წამების ფაქტები მაისში დაფიქსირდა.