იაპონიაში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა.
რიხტერის შკალით 7,1 ბალის სიძლიერის მიწისძვრამ რამდენიმე ელექტროსადგურის გათიშვა გამოიწვია, თუმცა იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური ამჯერად უვნებლად გადარჩა.