ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის მერიის ახალი პროექტი


თბილისის მერიის ახალი პროექტი
თბილისის მერიის ახალი პროექტი

მძღოლთა უფლებების დაცვაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი .

თბილისის მერია ახორციელებს პროექტს სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით. 2012 წლის პირველ თებერვლამდე დედაქალაქში მხოლოდ ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსებმა უნდა იმოძრაონ. სამარშრუტო ხაზების მოწესრიგების მიზნით, დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ახალი 2011 წლის 14 იანვარს დასრულდება. გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება ყველა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელს შეუძლია, თუ მას აქვს ანგარიშზე არანაკლებ 100 ათასი ლარი და ახალი სამარშრუტო ტაქსების შესაძენად თანხა, რომელიც ერთი მილიონი ლარიდან თითქმის სამ მილიონამდე მერყეობს. უკვე დღეს სახეზეა სურათი, როცა ტენდერში ყველა არსებულ სატრანსპორტო კომპანიას მონაწილეობის მიღება საჭირო თანხების უქონლობის გამო არ შეუძლია.სატრანსპორტო კომპანიებს შორის ამ დღეებში მიმდინარეობს კონსულტაციები, ბევრი მათგანი შეეცდებიან ერთ მსხვილ კომპანიად ჩამოყალიბებას, რათა არ დაკარგონ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის. ასევე ბოლო დროს ადგილი აქვს ვნებათაღელვას მძღოლებს შორის, რომლებიც შიშობენ, რომ მათ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ, თუმცა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჟამად დასაქმებულმა მძღოლებმა თავიანთი სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. დღესდღეობით სამარშრუტო ტაქსებზე 2, 200 ადამიანია დასაქმებული. მძღოლთა უფლებების დაცვაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი .

”ამერიკის ხმა” ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას გაესაუბრა , რომელიც ამბობს, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსებზე მძღოლთა რაოდენობა სინამდვილეში 3,000 აჭარბებს. ლავრენტი ალანიას თქმით, მერიამ პროფკავშირების მოთხოვნა მძღოლთა დასაქმების შესახებ დააკმაყოფილა და იურიდიულად დაავალდებულა ტენდერში მომავალი გამარჯვებული კომპანია , რომ ის მძღოლებს კვლავ დაასაქმებს და უმუშევრები არ დარჩებიან.

ტენდერის ვადებს - 45 დღეს არ ეთანხმება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია :

” რეალურად, თუ ხელისუფლებას არ ჰყავს უკვე გამზადებული ფირმები, რომლებიც ამ ბაზარზე უნდა შემოიყვანოს, მაშინ არსებულ ფირმებს ტენდერისთვის მოსამზადებლად გარკვეული ვადები სჭირდებათ, მითუმეტეს, როცა ესოდენ ფინანსურ გარანტიებზეა საუბარი”.

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში ამჟამად მოქმედ 2, 164 სამარშრუტო ტაქსს კიდევ 300 ერთეული დაემატება.

მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა აიკრძალება, ყურადღება სანიტარულ ნორმებსაც მიექცევა.

XS
SM
MD
LG