ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის მერიის ახალი გადაწყვეტილება


თბილისის მერიის ახალი გადაწყვეტილება

თბილისის მთავრობა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნას გამოეხმაურა.

2012 წლიდან თბილისის მერია მარჩენალდაკარგულებს, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფს. საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრის მაგდა ანიკაშვილის თქმით, ეს საკითხი იყო ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პარლამენტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს და თბილისის მთავრობა აღმოჩნდა ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც მათ მოთხოვნას გამოეხმაურა.

”მაგრამ , ქრისტიან-დემოკრატებისთვის მიუღებელია ამ პროექტის მიღმა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დატოვება, ეს იქნება მოსახლეობის დისკრიმინაცია გეოგრაფიული კუთხით”- აცხადებს დეპუტატი:

” ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იქნება რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დატოვება. რეგიონებში ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს დახმარება, განსაკუთრებით მკურნალობის თანხების ანაზღაურებაში. ხელისუფლებამ უკვე დაუშვა უსამართლობა, როდესაც თვეების განმავლობაში აძლევდა განსხვავებულ პენსიას ასაკობრივ პენსიონერებს (დედაქალაქში 90 ლარი იყო პენსია, ხოლო რეგიონებში ეს იყო 80 ლარი). დღეს არის დაშვებული ძალიან დიდი უსამართლობა, როდესაც რეგიონებში ოჯახები, რომელთაც აქვთ სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდე- არ არიან დაზღვეულები, ხოლო თბილისში დედაქალაქის მერია აზღვევს ამ ადამიანებს . ჩვენ წინააღმდეგი ვართ საზოგადოების ასეთი დაყოფის , რადგანაც მიგვაჩნია, რომ თანაბარი უნდა იყოს მიდგომა ერთი და იგივე სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ, როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში”.

მარჩენალდაკარგულთა რიცხვი დაახლოებით 30, 000 შეადგენს :

” ჩვენ ვიბრძოლებთ მომავალი წლის ბიუჯეტში არა მხოლოდ იმისთვის, რომ საპენსიო რეფორმა მარჩენალდაკარგულებს და მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდებს შეეხოს. ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ დეტალური გაანგარიშება, თუ რა თანხები დაჭირდება იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კატეგორიის ადამიანებს ასევე გაეზარდოთ პენსია 10 ლარით მაინც, რადგან სამართლიანობა მოითხოვს, რომ საპენსიო რეფორმა შეეხოს ყველა კატეგორიას, ვინც იღებს პენსიას.

ჩვენ რაც ვიანგარიშეთ, მარჩენალდაკარგულები 30 ათასამდე არიან, მეორე ჯგუფის ინვალიდები 105 ათასამდე, საერთო ჯამში ვსაუბრობთ დაახლოებით 135 ათას მოქალაქეზე. 8 მილიონ 100 ათას არ აღემატება თანხა, რომ მათაც შეეხოთ საპენსიო მატება. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის შეუძლებელი თანხა ჩვენი ბიუჯეტისთვის, მაგრამ ცხადია, ამას მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე ვერც პარლამენტის უმრავლესობა გადაწყვეტს, იმიტომ რომ ამას სჭირდება დასტური ფინანსთა სამინისტროსგან, რომ ისინი გაწევენ მომავალ წელს ამ ხარჯს”.

თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატების წევრის, ჯაბა სამუშიას თქმით, გასული თვის 25 ნოემბერს თბილისის მთავრობამ ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნები გაითვალიწინა:

” 25 ნოემბერს თბილისის საკრებულომ მიიღო ქალაქის ბიუჯეტი, რომლის განხილვისას ქრისტიან-დემოკრატების პოზიცია იყო ცალსახა: ასაკობრივ პენსიონერებს, რომლებსაც პენსია ეძლეოდათ 1 სექტემბრიდან ჩვენი მოთხოვნით, ქალაქის ბიუჯეტში უნდა ჩადებულიყო თანხები და ეს ზრდა უნდა დაწყებულიყო 1 იანვრიდან თბილისის მასშტაბით. ასევე იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ჯდებოდნენ ამ ასაკობრივ ბადეში, თუმცა მათ ეკუთნოდათ პენსია და ეძლეოდათ პენსია.ესენი არიან მარჩენალდაკარგულები, მესამე და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ამ ადამიანებსაც მიეცეთ დანამატი.. იგივე დაზღვევის პაკეტი. ჩვენი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერიამ, რაც მისასალმებელია. გუშინ ჩატარდა საკრებულოში ერთობლივი სხდომა კომისიის და მერიის შესაბამისი სამსახურის, სადაც გადაწყდა, რომ 1 იანვრიდან დაზღვევის პაკეტი ექნებათ მარჩენალდაკარგულებს, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალისდებს, ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილში, რასაც ჩვენ მოვითხოვდით, რომ ასაკობრივ პენსიონერების დაზღვევის პაკეტი ამუშავებულიყო 1 იანვრიდან, სამწუხაროდ ამაზე ჯერჯერობით მერია არ თანხმდება. თუმცა ქრისტიან-დემოკრატები ამ მხრივ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ბიუჯეტში მოიძებნოს გარკვეული თანხები და ქალაქის ბიუჯეტმა დაიწყოს 1 სექტემბრამდე ამ ადამიანების დაზღვევა”.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება.საპარლამენტო უმცირესობის მთავარი მოთხოვნა მთელ საქართველოში ყველა მარჩენალდაკარგულის და ყველა მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდის დაზღვევა იქნება.

XS
SM
MD
LG