ჩინელმა მაღალი რანგის დიპლომატმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს აღუთქვა, რომ პეკინი ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორმე შეანელოს დაძაბულობა ორ კორეულ სახელმწიფოს შორის.
ჩინეთის სახელმწიფო კანცლერი დაი ბინგოუ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს სეულში შეხვდა, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ კორეის ნახევარკუნძილზე შექმნილი დაძაბულობის განელების აუცილებლობის შესახებ.
ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე მომუშავე ექვსმხრივი კომისიის წევრებს, დეკემბერში საგანგებო შეხვედრის ჩატარებისკენ მოუწოდა.