ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი აკრძალულია


მალავის პრეზიდენტს ჯოის ბანდას სურს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს. თუმცა მან წინასწარ იცის, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგიერთი რელიგიური და კონსერვატიული ჯგუფის წარმომადგენელს გააღიზიანებს.

პრეზიდენტმა ბანდამ კანონის გაუქმების შესახებ პარლამენტს უკვე აცნობა. თუმცა კანონის გაუქმებას პარლამენტარებმა ხმა უნდა მისცენ.

ჰომოსექსუალიზმი აკრძალული ან რეპრესირებულია აფრიკის რამდენიმე ქვეყნაში, კერძოდ უგანდასა და ნიგერიაში.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაცია კანონით იკძალება, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთა უფლებები იქ მაინც შელახულია.
მალავი აფრიკის ერთერთი უღარიბესი სახელმწიფოა და უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ბანდა აცხადებს, რომ უცხოელ პარტნიორებტან უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან ურთიერთობის გამო მალავის მიმართ უკმაყოფილო არიან.
XS
SM
MD
LG