ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალა ჯიოევა კვლავ საავადმყოფოშია


ალა ჯიოევა კვლავ საავადმყოფოშია

დღეს ალა ჯიოევა საპრეზიდენტო ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალა ჯიოევა ჰოსპიტალიზირებულია. ის საავადმყოფოში პოლიციის დაკითხვის შემდეგ გადაიყვანეს.

დღეს ალა ჯიოევა საპრეზიდენტო ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა. როგორც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პოლიციის გამომძიებლები აცხადებენ, განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის სპეცრაზმი ჯიოევას შტაბბინაში შევიდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი დაკითხეს. ჯიოევა აცხადებს, რომ ნოემბრის სეპარატისტულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, ცხინვალის სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ჯიოევა ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. თუმცა, ალა ჯიოევამ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და საკუთარი ინაუგურაციის დღე 10 თებერვალს დანიშნა. გუშინდელი რეიდი სწორედ ამ ღონისძიების ჩაშლას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG