ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სუდანს ადანაშაულებს


თეთრი სახლი სუდანს ადანაშაულებს
თეთრი სახლი სუდანს ადანაშაულებს

თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელიც სუდანის მიზეზით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს შეეხება.

ამერიკელი დიპლომატები სუდანის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

შეერთებული შტატების მიერ სუდანში მივლენილი სპეციალური დანიშნულების ელჩი პრინსტონ ლაიმანი და შიდა უსაფრთხოების მრჩეველი დენის მაკდონო სამხრეთ სუდანში მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ორშაბათს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ბოლო დროს სუდანის მიზეზით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს შეეხება. განცხადებაში ნათქვამია,რომ ხართუმში სუდანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ამერიკელმა დიპლომატებმა სუდანი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის შეფერხებაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის მას მერე გაიზარდა, რაც ივლისში სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG