ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სარაკეტო შეტევას ბავშვები შეეწირნენ


ავღანეთში სარაკეტო შეტევას ბავშვები შეეწირნენ
ავღანეთში სარაკეტო შეტევას ბავშვები შეეწირნენ

ათასობით ავღანელი გამოვიდა ქაბულის ქუჩებში პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც პაკისტანის საზღვართან სარაკეტო დარტყმის შედეგად 36 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ.

ორშაბათს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანის არმიის გენერალს აშფაგ კაუანის შეხვდა და სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პაკისტანელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ საზღვარზე მომხდარი ინციდენტები მხოლოდ შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიას აფარებენ თავს.

ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად, მხოლოდ ივნისში პაკისტანის არმიის 55 ჯარისკაცი დაიღუპა და 80 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG