შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ უარყოფითად აფასებს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ ომში.
კონგრესი ორ რეზოლუციას განიხილავს. პირველი მათგანი ლიბიის წინააღმდეგ ამერიკის არმიის სამხედრო ოპერაციების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, მეორე კი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ამერიკელი სამხდროების მონაწილეობას ლიბიის წინააღმდეგ ომში, რადგან ეს შეერთებული შტატების კონსტიტუციის დარღვევით, ბარაკ ობამას პირადი გადაწყვეტილებით მოხდა.
კონგრესმენების აზრით, პრეზიდენტ ობამას 1973 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება საომარ მოქმედებებში ჩაბმულიყო. ამისთვის მას კონგრესის ნებართვა ჭირდებოდა.