ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისურის შტატს ქარბორბალა დაატყდა თავს


მისურის შტატს ქარბორბალა დაატყდა თავს

აშშ-ის მისურის შტატში ქარბორბალას მიერ დაზიანებული აეროპორტი დროებით დახურულია. ქარბორბალამ სახურავი მოაგლიჯა სენტ ლუისის აეროპროტს და ჩაამტვრია ფანჯრები. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 20 სახლი დაინგრა.

სენტ ლუისის აეროპორტი აშშ-ში ერთერთი ყველაზე დიდი აეროპორტია. ყოველწლიურად 12 მილიონი ადამინი მოგზაურობს ამ აეროპროტის საშუალებით. აეროპორტის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავები არ დაზიანებულა ქარბორბალას დროს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახმრეთ და ცენტრალურ შტატებში ქარბორბალამ უკვე 40 ადამიანის სიცოხცლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG