ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტორნადოები მძვინვარებს


დღეს დილით მეზობელ ქალაქ სალემში ჯერ კიდევ პარასკევს დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ჩვილი გოგონა ამოიყვანეს.

კვირის ბოლოს შეერთებულ შტატებს თავს ტორნადოების მთელი სერია დაატყდა. ქარბორბალამ 8 შტატის ათობით დასახლებულ პუნქტში მასობრივი ნგრევა გამოიწვია. ტორნადოები დაფიქსირდა კენტუკის, ინდიანას, ჯორჯიის, ილინოისის, ალაბამას, ტენესის, კანზასის და ოჰაიოს სხვადასხვა რეგიონებში.

40-მდე ადამიანია დაღუპული კენტუკის, ინდიანას და ოჰაიოს შტატებში. განსაკუთრებული ზარალი მიადგა ქალაქებს ჰენრივილს ინდიანაში და ლუისვილს კენტუკიში. თვითმხილველების თქმით, ინდიანაში ქალაქი მარისვილი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

დღეს დილით მეზობელ ქალაქ სალემში ჯერ კიდევ პარასკევს დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ჩვილი გოგონა ამოიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მაშველების ცნობით, ის ოჯახიდან ერთადერთია, ვინც ტორნადოს გადაურჩა. ბავშვის მშობლები, უფროსი და და 3 წლის ძმა ნანგრევებში დაღუპული იპოვეს.

XS
SM
MD
LG