ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ფედერალური სამსახურები დახურვას გადარჩნენ


აშშ-ს ფედერალური სამსახურები დახურვას გადარჩნენ

ქვეყნის კეთილდღეობისთვის დემოკრატებმა კომპრომისზე წასვლა ამჯობინეს.

აშშ-ის კანონმდებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფედერალური ბიუჯეტის შეკვეცის შესახებ. შესაბამისად ორშაბათს ფედერალური სტრუქტურები მუშაობას ჩვეული განრიგით აგრძელებენ.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ პარასკევს ღამე ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 2011 წლის ბიუჯეტს 38 მილიარდი დოლარი ჩამოეჭრება.

ბიუჯეტზე კენჭის ყრა მომავალ კვირას ჩატარდება.

რესპუბლიკელთა ლიდერი ჯო ბოენერი ამბობს, რომ ბიუჯეტის ირგვლივ დავა დადებითი შედეგით დასრულდა და იქვე დასძინა, რომ ფედერალური ბიუჯეტის შეკვეცა ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორც სენატის ლიდერი ჰარი რიდი აცხადებს, ქვეყნის კეთილდღეობისთვის დემოკრატებმა კომპრომისზე წასვლა ამჯობინეს.

შეგახსენებთ, რომ ეს კომპრომისი რომ არა, თითქმის 800, 000 ფედერალური სტრუქტურების თანამშრომელს შეუწყდებოდა სამუშაო და კონფლიქტის ზონებში მყოფ სამხედრო ძალებს შეუჩერდებოდა ხელფასების გაცემა.

XS
SM
MD
LG