ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გედის, კიბორჩხალისა და ქარიყლაპიის ამბავი თანამედროვე ქართულ სინამდვილეში


გედის, კიბორჩხალისა და ქარიყლაპიის ამბავი თანამედროვე ქართულ სინამდვილეში

ხელისუფლებაში აქტიურად მუშავდება ერთგვარი სავაჭრო პუნქტის გახსნის იდეა.

გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში ქართულ–ოსურ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ოსური მხარის ინიციატივით იგი ერგნეთიდან დვანში გადაიტანეს. ამ რეპოტაჟში გვინდა რამდენიმე პარალელის გავლება ვცადოთ, ქართულ–ოსური ურთიერთობების საკთხზე.

ერგნეთის ბაზრობის თემა დღემდე ტრიალებს კონლიფქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ საუბრებში. რას წარმოადგენდა იგი ასეთ მნიშვნელოვანს და რატომ მისტირის ამ სავაჭრო პუნქტს იქ მცხოვრები საზოგადოება.

ერგნეთის ბაზრობა, შეიძლება ითქვას, თვითმყოფადი წარმონაქმნი იყო და ყოველგვარი სამართლებრივი რეგულაციის გარეშე არსებობდა. ამ ადგილას ოსები და ქართველები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ჩვეულებრივ, სავაჭრო ურთიერთობს ამყარებდნენ. ამ პუნქტის მეშვეობით იოლი იყო მოწეული ხილისა თუ სხვა პროდუქტის რეალიზება და სოფლის მეურნეობაზე მიჯაჭვული ადამიანები სარჩოს შოულობდნენ. ერგნეთის ბაზრობის დახურვა პოლიტიკურთან ერთად, ეკომონიკური მოტივითაც მოხდა, რადგან დე–ფაქტო არსებული ბაზრობიდან სახელმწიფოში დიდი ოდენობით კონტრაბანდა შემოდიოდა. თუმცა ის უარყოფითი შედეგი, რაც ბაზრობის ერთი ხელით მოსმით დახურვამ გამოიწვია, წინასწარ ხელისუფლებას არ ჰქონდა გათვლილი. ბაზრობის დახურვის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებს, მწვავედ დადგა მხარეებს შორის ნდობის საკითხი, რაც დღემდე ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.

რამდენიმე ხნის წინ გორში გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნატო ჯავახიშვილმა და ოთარ ჭელიძემ განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში აქტიურად მუშავდება ერთგვარი სავაჭრო პუნქტის გახსნის იდეა, რაც ორივე, ქართული და ოსური მხარისთვის საერთო იქნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილი შესაძლოა ისევ ერგნეთი იყოს, ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ადრე არსებობდა რომ აღარ იქნება, თავისთავად ცხადია. თუმცა საერთო სავაჭრო პუნქტის იდეაზე საუბარი მიმდინარეობს“ – აღნიშნა ნატო ჯავახიშვილმა.

ორიოდე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ოსური მხარე თანხმა აღარ იყო ქართულ მხარეს ერგნეთში შეხვედროდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე მორიგ შეხვედრაზე. მიზეზი, ის გახლდათ, რომ ცოტა ხნის წინ ერგნეთში არსებულ საჯარო სკოლაში „ ნატო“ –ს საინფორმაციო ცენტრის კუთხე გაიხსნა. ოსურმა მხარემ ქართულ მხარესთან შეხვედრა იმის გამო არ ისურვა, რომ ერგნეთში მოსვლით, იგი თავს „ნატოსთან“ უფრო ახლოს იგრძნობდა.

საუბარი გარკვეულ იდეებსა და ინიციატივებზე, ერთი მხარისგან, მეორესთან შეთანხმების გარეშე დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ორი მოთამაშის არსებობის შემთხვევაში, თამაშის წესების შეთანხმება თუ არ მოხდა, თამაშიც არ შედგება.

„ეს იგივეა, ჯერ კაცი რომ მოკლა და შემდეგ მისი მკურნალობა მოინდომო“,– ამბობს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც ხელისუფლების ამ იდეის შესახებ ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.

„ერგნეთის ბაზრობის იდეა, ზემოდან, ანუ ხელისუფლებიდან არ წამოსულა, ეს ხალხში ნდობის შედეგად წარმოიქმნა. დღეს ამ კონდიციამდე ბევრი გვიკლია. შესაძლოა, ხელისუფლებას ბაზრობის გახსნის სურვილი ჰქონდეს კიდეც, მაგრამ საამისოდ სიტუაცია თუ არ მომწიფდა, ეს იდეა რეალობად არ იქცევა. სიტუაცია კი დღეს მხარეებს შორის ძალიან დაძაბულია და ამაში დიდი წვლილი ჩვენს ხელისუფლებასაც მიუძღვის. რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნატოს ცენტრის გახსნა ერგნეთში? ამბროლაურში, ხონში, სხვა ქალაქებში, ყველაგანაა ნატოს ცენტრი? ეს პოპულისტური ნაბიჯია, რომელიც მხოლოდ კონფლიქტის მხარეების გაღიზიანებისკენაა მიმართული“– დასძენს იგი.

ამჯერად ქართული მხარე ოსური მხარის მოთხოვნას დაჰყვა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა დვანში გადაიტანა.

XS
SM
MD
LG