ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


თავდასხმა პაკისტანში
თავდასხმა პაკისტანში

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, მეამბოხეებმა ნატოს სატვირთო მანქანების ტერმინალზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც დაცვის სამი წევრი დაიღუპა.

თავდასხმა ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ლანდი კოტალში მოხდა. პაკისტანის ხელისუფების განცხადების თანახმად, თავდამსხმელებმა ყელი გამოჭრეს ამ ადამიანებს.

თალიბები და ალ-ყაიდა ჩრდილო-ატლანტიური ალიანსისთვის მომარაგების წყაროების გადაკეტვას ცდილობს. არადა ავღანეთში მებრძოლი ამერიკელები და მათი მოკავშირეთა ძალები ძირითადად პაკისტანიდან მარაგდებიან.

XS
SM
MD
LG