ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს პატიმრის სასამართლო შედგა


გუანტანამოს პატიმრის სასამართლო შედგა
გუანტანამოს პატიმრის სასამართლო შედგა

სასამართლომ გაილანის ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით 33 მილიონი დოლარის გადახდა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გუშინ, ნიუ იორკში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც გუანტანამოს ციხეში დაკავებული პატიმრის საქამე იქნა განხილული.

ბრალდებულმა აჰმედ გაილანიმ სასამართლო მოსმენის დროს ნაფიც მსაჯულებს სიტყვით მიმართა. სასამართლომ გაილანის ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, 33 მილიონი დოლარის გადახდა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გიალანს ბრალად ედება 1998 წელს ტანზანიასა და კენიაში ამერიკის საელჩოების ტერიტორიაზე სატვირთო მანქანებში დამონტაჟებული ბომბებით აფეთქების ორგანიზება. საელჩოების აფეთქების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ამერიკელი.

გაილანის ადვოკატმა პიტერ ქიხანომ მოსამართლეს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინება სთხოვა, მათ შორის, გუანტანამოში ყოფნის დროს პატიმრის წამება. გაილანის ადვოკატი სასამართლოს მსვლელობისას ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა, რომ მის მიერ ნაყიდი სატვირთო ავტომანქანები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ტერორისტული აქტის მოსაწყობად იქნებოდა გამოყენებული. მისი თქმით:

„ნაფიცმა მსაჯულებმა აჰმედ გაილანი დამნაშავედ 284 ბრალდებიდან მხოლოდ ერთში სცნეს. ეს ბრალდება ამერიკის მთავრობის საკუთრების, კერძოდ კი შენობების დანგრევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა, გაილანის განზრახ მკვლელობაში ბრალი არ დაუმტკიცდა. ამიტომაც, მისი ბრალეულობა სამუდამო ვადით თავისუფლებას არ ითვალისწინებს.“

გაილანი გუანტანა მოს ციხეში 2009 წლამდე იყო დაპატიმრებული. სამხედრო ციხეში გადაყვანამდე კი ის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ციხეში იყო 2 წელი. ის პაკისტანში 2004 წელს დააკავეს.

XS
SM
MD
LG