აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მთლიანად დაუჭერს მხარს სამხრეთ კორეას მის ძალისხმევაში დასაჯოს ჩრდილოეთ კორეა მისი სამხედრო ხომალდის ჩაძირვის გამო. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ გასცა განკარგულება, რომლის თანახმად აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ მოქმედების კოორდნირება უნდა მოახდინოს სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებთან, რათა გარანტირებული იყოს მზადყოფნა და თავიდან იქნას აცილებული აგრესიის გამეორება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნგ ბაკმა ტელევიზიით განაცხადა, რომ სეული გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რათა მან სანქციები შემოიღოს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. მისივე განცხადებით ამიერიდან ჩრდილოეთ კორეის კომერციულ გემებს აეკრძალებათ სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობა. ამას გარდა გაიყინება ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობა. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ცეცხლს გახსნის იმ აპარატურის მიმართულებით, რომლითაც სამხრეთ კორეიდან სადემარკაციო ხაზის რაიონში პროპაგანდისტული ინფორმაცია გადაიცემა თუკი სეული მიიღებს გადაწყვეტილებას ამ აპარატურის კვლავ დამონტაჟების თაობაზე.
პოპულარული
1