ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა ბრალდებას უარყოფს


სირიელი ამბოხებულები კი მასობრივ მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, დამასკო არ არის პასუხისმგებელი სირიის სოფელში ჩადენილ ხოცვა-ჟლეტაზე, რასაც 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ათობით ბავშვია.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ შეტევა სოფელ ჰულაზე ანტისამთავრობო ძალებმა განახორციელეს. მისი თქმით, სირიის ხელისუფლება გმობს მომხდარ „ტერორისტულ აქტს“ და იწყებს ამ საქმის გამოძიებას. სირიელი ამბოხებულები კი მასობრივ მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG