პარასკევს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან აფრიკის სურსათის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრებს. პრეზიდენტი ამ საკითხს დიდი რვიანის შეხვედრაზეც განიხილავს.
ახალი ინიციატივის მიხედვით ,აფრიკაში მცხოვრები 50 მილიონი ადამიანის სურსათის სიმცირის პრობლემები, სასოფლო სამეურნეო სფეროში დანერგილმა ინვესტიციებმა უნდა გადაჭრას. აფრიკის კონტინენტის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობა საკვები პროდუქტის 80 პროცენტს ადგილობრივი ფერემერების საშუალებით იღებს.
პრეზიდენტი ობამა აფრიკაში სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარების ახალ გეგმას პარასკევს კემპ დევიდში ბენინის, ეთიოპიის, განას და ტანზანიის ლიდერებს წარუდგენს.