შეერთებულ შტატებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 2008 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.
ქვეყანაში შემოსავლის მატება მოსალოდნელიც იყო, რადგან აპრილში ამერიკელები ყოველწლიურ გადასახადებს იხდიან. მაგრამ ეკონომისტები მაინც იმედოვნებენ, რომ მაღალი მაჩვენებლები შეერთებული შტატების ეკონომიკაში გამოცოცხლების ნიშანია.
აშშ-ის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მარტში ქვეყანაში უფრო მეტი საქონლის იმპორტირება მოხდა, ვიდრე ექსპორტირება.
მთავრობის ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით იმატა ამერიკის მოსახლეობის მოთხოვნილებამ კომპიუტერებზე, ავტომობილებზე, ტელევიზორებზე, მობილურ ტელეფონებსა და ტანსაცმელზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო კვირაში უმუშევრობის შეღავათებზე მოთხოვნაც შემცირდა.
ანალიტიკოსთა თქმით, კომპენსაციაზე მოთხოვნილების კლება სამუშაო ბაზრის გამოცოცხლებაზე მიგვანიშნებს.