ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასი ისრაელს ადანაშაულებს


ჰამასი ისრაელს ადანაშაულებს
ჰამასი ისრაელს ადანაშაულებს

ისრაელის განცხადებით, საავიაციო თავდასხმა პალესტინელ მეამბოხეთა წინააღმდეგ იყო მიმართული.

პარასკევს გამთენიისას ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებულ საავიაციო დარტყმებს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაჭრილია 10 ადამიანი, როგორ პალესტინელი სამედიცინო პერსონალი იტყობინება.

ისრაელის განცხადებით, საავიაციო თავდასხმა პალესტინელ მეამბოხეთა წინააღმდეგ იყო მიმართული და ჰამასის საწრთვნელი ბანაკის განადგურებასაც ითვალისიწინებდა.

ისრაელმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და მას პალესტინელთა აგრესიაზე საპასუხო რეაქცია უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს შეიარაღებულმა პალესტინელმა მამაკაცმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლა.

ჰამასის წარმომადგენელმა ისრაელის ქმედება დაგმო და რეგიონში ძალადობის ესკალაციის პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავრობას დააკისრა.

XS
SM
MD
LG