ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინა ახალ გეგმას სახავს


პალესტინა ახალ გეგმას სახავს

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მომავალ კვირას არაბული ლიგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს ამ პრობლემას.

პალესტინელები გაეროში გაწევრიანების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.

ამ ორგანიზაციაში პალესტინის წარმომადგენლის რიად მანსურის განცხადებით, პალესტინის ხელმძღვანელობა ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს გამოიყენებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყანა ვერ შეთანხმდა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მომავალ კვირას არაბული ლიგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს ამ პრობლემას.

პალესტინელებს შეუძლიათ გაეროს უშიშროების საბჭოში პირდაპირ დააყენონ კენჭისყრაზე ეს საკითხი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს ამ შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG