ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ელჩი გაეროს რეზოლუციას აკრიტიკებს


სირიის ელჩი გაეროს რეზოლუციას აკრიტიკებს
სირიის ელჩი გაეროს რეზოლუციას აკრიტიკებს

სამშაბათს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები დოკუმენტს კენჭს უყრიან.

სირიის ელჩმა ბაშარ იაფარიმ გაეროს ახალი რეზოლუციის პროექტი მკაცრად გააკრიტიკა. რეზოლუციაში გენერალური ასამბლეა გმობს სირიის მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობას და მშვიდობიან დემონსტრანტებზე სისხლიან ძალადობას.

გაეროშჲ გერმანიის ელჩმა პიტერ ვიტიგმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციას 60-მა ქვეყნის ელჩმა მოაწერა ხელი და მათ შორის არიან არაბეთის ისეთი ქვეყნები ,როგორიცაა იორდანია, მაროკო, კატარი და საუდის არაბეთი.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ზემოხსენებულ დოკუმენტს კენჭს სამშაბათს უყრიან. რეზოლუციაში კომიტეტი დამასკოს მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალის გამოყენება და მხარი დაუჭიროს არაბულ ინიციატივას.

ამ ფონზე განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა თურქეთსა და სირიას შორის მას მერე, რაც ორშაბათს სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე სირიის სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თურქეთიდან საუდის არაბეთში მიმავალ ავტობუსების კოლონას, რომლებშიც თურქი მომლოცველები ისხდნენ.

XS
SM
MD
LG