ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მთავრობა მოლაპარაკებებისთვის მზადაა


ლიბიის მთავრობა მოლაპარაკებებისთვის მზადაა
ლიბიის მთავრობა მოლაპარაკებებისთვის მზადაა

აფრიკის კავშირმა წინადადება შეიტანა ლიბიაში პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდის დასაწყებად.

დღეს დასავლეთის მხარდაჭერით, ლიბიელმა მეამბოხეებმა ხელთ იგდეს ნავთობის საპორტო ქალაქი აჯდაბია, რომელიც ბენგაზიდან 160 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა მთავრობის მხარდამჭერებზე მიიტანეს საჰაერო იერიში, ლიბიის ოფიციალური პირები ცდილობენ დიპლომატიური გზებით მოაგვარონ ქვეყანაში არსებული კრიზისი.

პარასკევს ეთიოპიის დედაქალქში ადის აბებაში ლიბიის მთავრობის დელეგაციამ ხუთი აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელთან რეფორმების განხორციელების გეგმა განიხილეს.

აფრიკის კავშირმა წინადადება შეიტანა ლიბიაში პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდის დასაწყებად, რომელიც გამიზნული იქნება მთავრობისა და მეამბოხეთა ძალებს შორის დაპირისპირების დასასრულებლად. აფრიკის კავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი არჩევნებით უნდა დასრულდეს.

ლიბიის დელეგაციამ პასარსკევს გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, ლიბიის მთავრობა მზადაა მოლაპარაკება გამართოს მეამბოხეებთან და მოითხოვს კოალიციური ძალების მიერ საჰაერო დარტყმის შეწყვეტას.

ამის ფონზე, ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კანადელი გენერალი ლეიტენანტი ჩარლზ ბუჩარდი ჩაუდგება ლიბიაში ალიანსის სამხედრო კამპანიას სათავეში.

XS
SM
MD
LG