ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები უკან იხევენ


ლიბიელი მეამბოხეები უკან იხევენ
ლიბიელი მეამბოხეები უკან იხევენ

ლტოლვილთა რაოდენობა კი სავარაუდოდ 250 ათასს უდრის.

ლიბიელი მეამბოხეები უკან იხევენ. კადაფის მომხრეთა არმიამ დღეს აღმოსავლეთის კიდევ ერთი ნავთობის პორტი, რას ლანუფი, ჩაიგდო ხელში. აჯანყებულების თქმით, მათზე მასშტაბური საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევა განხორციელდა.

უკანდახევა მთელი ლიბიის ტერიტორიაზე მოხდა. შეგახსენებთ, ხუთშაბათს ოპოზიციამ ქვეყნის დასავლეთით ასევე მნიშვნელოვანი ფორპოსტი დათმო, დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე ქალაქი - ზავაია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იტყობინება, რომ ლიბია უკვე საბოლოოდ ჩაეფლო სამოქალაქო ომში. გაეროს მონაცემებით ქვეყანაში მსხვერპლმა 1000-ს გადააჭარბა. ლტოლვილთა რაოდენობა კი სავარაუდოდ 250 ათასს უდრის.

ფრანგული ნავთობკომპანია „ტოტალი“, რომელსაც ქვეყანაში ბიზნეს-ინტერესი აქვს, აცხადებს, რომ ომამდე ის დღეში 1.6 მილიონ ბარელს აწარმოებდა. ახლა კი მისი წარმოება დღეში 200-300 ათასს არ აღემატება.

XS
SM
MD
LG