ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონელი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა


იაპონელი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
იაპონელი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მაჰარას საარჩევნო კამპანიამ 2008 წელს 610 დოლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიჯი მაჰარა თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი წინასაარჩევნო კამპანიის დროს შემოწირულობის უცხოელი ქალბატონისგან აღება გახდა.

იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატებს უცხოელებისგან შემოწირულობების აღება ეკრძალებათ. მაჰარას საარჩევნო კამპანიამ კი 2008 წელს 610 დოლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო კორეული წარმოშობის ქალბატონისგან, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ტოკიოს ცენტრში რესტორანი აქვს.

მაჰარა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 6 თვე მუშაობდა და სავარაუდოდ ის პრემიერ მინისტრი ნაოტო კანის თანამდებობას მომდევნო არჩევნებში დაიკავებდა.

მაჰარას განცხადებით, ის წუხს, რომ იაპონელ ხალხში უნდობლობა გამოიწვია და „სუფთა პოლიტიკის წარმოების“ პრინციპი დაარღვია.

XS
SM
MD
LG