მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა საპროტესტო აქციის დროს 4 ადამიანი მოკლეს, იემენში კვლავ გამოსვლებია.
იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეს გადადგომის მოთხოვნით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა სანაში და ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ადენში.
შიიტური ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა 4 დემონსტრანტი მოკლეს და 7დაჭრეს.
საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, იემენის პრეზიდენტი სალე 2013 წლამდე აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას.