ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნიუ იორკერი" სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს


"ნიუ იორკერი" სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს

ჟურნალის მტკიცებით, მოლაპარაკებების დაწყებაში დიდი როლი ითამაშა პაკისტანსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ჟურნალი „ნიუ იორკერი“ იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანელ თალიბთა ლიდერებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„პულიცერის“ პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ჟურნალისტი სტივ კოლი აცხადებს, რომ კონტაქტები ახალი დამყარებულია და ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.

ჟურნალის მტკიცებით, მოლაპარაკებების დაწყებაში დიდი როლი ითამაშა პაკისტანსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, აწგარდაცვლილმა ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, თალიბებმა ალ-ყაიდასთან კავშირზე უარი უნდა თქვან და ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან საბოლოოდ არ სურთ კონტაქტების გაწყვეტა.

XS
SM
MD
LG