ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის იმპერატორის წერილები აუქციონზე გაიყიდება


რუსეთის იმპერატორის წერილები აუქციონზე გაიყიდება
რუსეთის იმპერატორის წერილები აუქციონზე გაიყიდება

წერილები ძირითადად ფრანგულ ენაზეა.

6 დეკემბერს, ჟენევის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ უნიკალურ ფოტოსურათებსა და რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის დედ-მამიშვილების შვედ პედაგოგთან მიწერილ წერილებს .

2000-მდე ფოტოსურათი და წერილი დათარიღებულია 1881- 1959-წლებით. ორიგინალთა ფასი აუქციონის ორგანიზატორების გათვლით, 70 ათასიდან 100 ათას დოლარამდეა.

წერილები ძირითადად ფრანგულ ენაზეა და დიდი მთავრების გიორგის, ქსენიას, მიხეილსა და ოლღას შორის მიმოწერას მოიცავს.

ასევე წერილების ადრესატი მათი აღმზრდელი ფერდინანდ თორმაიერია, სწორედ მისმა შთამომავლებმა აღმოაჩინეს სკივრში დამალული წერილები და ფოტოსურთები.

XS
SM
MD
LG