ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული გემი შავ ზღვაში ჩაიძირა


ეკიპაჟის ცხრა წევრი გადარჩენილია.

დღეს უკრანის სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზეც 12 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ეკიპაჟის ცხრა წევრი გადარჩენილია. გემი „ვასილი“ მონღოლეთის დროშით დაცურავდა და ოდესადან საქართველოსკენ მიემართებოდა. გემი ჯართით იყო დატვირთული.

ტრაგედია აზოვის და შავი ზღვის საზღვარზე მოხდა. გემზე 2 უკრაინელი და ათი რუსი მეზღვაური იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG