ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის პრეზიდენტმა ცნობილი გაზეთის “This Day”-ის რედაქცია ტერორისტული აქტის შემდეგ მოინახულა.

ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა ნიგერიელებს ტერორისტების წინააღმდეგ დარაზმვისკენ მოუწოდა. ეს მიმართვა პრეზიდენტმა მას მერე გაავრცელა, რაც ნიგერიის ცნობილი გაზეთის “This Day”-ის რედაქცია ტერორისტული აქტის შემდეგ მოინახულა.

ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ჯონათანმა აღნიშნა, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას ლიკვიდირებული ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამი”, რომელმაც აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

პრეზიდენტს გამოსვლისას არ დაუკონკრეტებია არსებობს თუ არა რეალური შანსი იმის, რომ მთავრობამ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები აწარმოოს. გაზეთის მეპატრონის განცხადებით, ტერაქტი მედიის წინააღმდეგ არს მიმართული და სიტყვის თავისუფლებას დაცვა სჭირდება.

XS
SM
MD
LG