ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა ტერაქტს გეგმავდა


აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ მიერ აღიკვეთა ალ ყაიდას გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკის მიმართულებით თვითმფრინავის აფეთქება უნდა განხორციელებულიყო. მათივე განცხადებით, ალ ყაიდას წარმომადგენლობა იემენში აპირებდა თვითმკვლელი ტერორისტის ამერიკულ თვითმფრინავზე დასმას. არსებული ინფორმაციით ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა საცვალში უნდა დაემალა.

გეგმა ადრეულ სტადიაზე გამჟღავნდა და აღიკვეთა. ბომბის ამოღება კი მოხდა მანამდე სანამ თვითმფრინავი რაიმე რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს განცხადებით, პრეზიდენტი გეგმის შესახებ აპრილში იყო ინფორმირებული და სიტუაციის შესახებ ყოველ დღე განახლებულ ინფორმაციას იღებდა. პრეზიდენტი დაარწმუნეს იმაში, რომ მგზავრებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG