ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიას აფრთხილებს


განცხადებით, ასადმა დაუყონებლივ უნდა გამოიყვანოს მძიმე ტექნიკა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კიმუნი სირიას პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ასადმა დაუყონებლივ უნდა გამოიყვანოს მძიმე ტექნიკა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან.

ბან კი მუნის განცხადებით, გაეროს დამკვირვებლებმა მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში მძიმე ტექნიკისა და სამხედრო ძალების არსებობა დააფიქსირეს. ეს კი ასადის მთავრობასა და ოპოზიციას შორის 12 აპრილს დადებული შეთანხმების პირობას ეწინააღმდეგება.

გენერალურმა მდივანმა ორივე მხრიდან ძალადობა დაგმო და მოუწოდა ასადის მთავრობას გაეროს 15 დამკვირვებელს მისიის ეფექტურად შესრულების საშუალება მისცეს.

XS
SM
MD
LG