ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკინიგზო კატასტროფა ამსტერდამში


სარკინიგზო ავარიის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა.

ჰოლანდიის პოლიციის განცხადებით, შაბათს ამსტერდამში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის მონაცემებით, ორი მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა 70 ადამიანს მსუბუქი დაზიანება აქვს, დანარჩენებს კი სერიოზული ტრამვები და მოტეხილობები აღენიშნებათ.

თუ როგორ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე ჯერჯერობით დაუდგენელია. პოლიციამ შეჯახებასთან დაავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

XS
SM
MD
LG