ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომლებიც დაპირისპირების ზონაში იმყოფებოდნენ, ლიბიაში არიან ევაკუირებული.

სირიელმა ამბოხებულებმა პრეზიდენტ ასადის უშიშროების ძალების შემოტევის შემდეგ ჰომსიდან უკან დაიხიეს.

ხუთშაბათს რევოლუციური ბრიგადის სახელით ცნობილმა მეამბოხეთა დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანდახევა საკვების და წყლის სიმცირემ, ელექტროენერგიის გათიშვამ, გართულებულმა ჰუმანიტარულმა პირობებმა და იარაღის უქონლობამ განაპირობა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომლებიც დაპირისპირების ზონაშჲ იმყოფებოდნენ, ლიბიაში არიან ევაკუირებული.

გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასადის რეჟიმის შედეგად სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს გმობს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, სირიამ არ შეასრულა საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა და გაეროს ჰუმანიტარულ კოორდინატორს ვალერი ამოსს სირიაში მისიით ჩასვლაზე უარი უთხრა.

XS
SM
MD
LG