ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები კვლავ აპროტესტებენ


ეგვიპტელები კვლავ აპროტესტებენ
ეგვიპტელები კვლავ აპროტესტებენ

ეგვიპტელებს სამხედრო მართველობის დაუყონებლივ დასრულება სურთ.

ეგვიპტის სამხედრო მმართველობა თანახმაა ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს და პირობას დებს, რომ 2012 წლის ივლისში ძალაუფლებას სამოქალაქო პირს გადასცემს.

ეს განცხადება მოჰამედ ტანტავიმ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.

სამხედრო მართველობა ასევე მზადაა ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს, რაც აუცილებლობის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემას ეხება.

სამხედრო მართველობის განცხადებით, 28 ნოემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, 2012 წლის ივლისში კი ეგვიპტეში პრეზიდენტს აირჩევენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ტანტავის ამ განცხადებას თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათი ათასობით დემონსტრანტი უარყოფითი რეაქციით შეხვდა. ეგვიპტელებს სამხედრო მართველობის დაუყონებლივ დასრულება სურთ.

ამ მიზეზით, ქვეყნის სხვადსხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებით ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

XS
SM
MD
LG