ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ამჟამად ოპოზიციური პარტიის “ბატკივჩინას” ლიდერის, იულია ტიმოშენკოს თავდებობაზე შუამდგომლობა უკრაინის სასამრთლომ არ დააკმაყოფილა.

იულია ტიმოშენკო აგვისტოს თვეში დააკავეს, რომელსაც 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული ბუნებრივი არის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გამო, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მისი ციხეში გადაყვანა სასამრთლო ნორმების უხეშმა დარღვევამ განაპირობა.

ტიმოშენკოს დაპატიმრება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ევროპელი ხალხის პარტიის პრეიზდენტთან ვილფრედ მარტენსთან ერთად ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებას ტიმოშენკოს გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი საბჭოთა მმართველობის გადმონაშთის მსგავსია. ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დარწმუნდეს რომ ტიმოშენკოს დაკავებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს.

XS
SM
MD
LG