ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ იყო ახმედ ვალი კარზაი?


ვინ იყო ახმედ ვალი კარზაი?
ვინ იყო ახმედ ვალი კარზაი?

ახმედ ვალი კარზაი ავღანეთში გავლენიანი ადამიანის სახელით სარგებლობდა.

ახმედ ვალი კარზაი ყანდაარის მხარის საბჭოს მეთაური იყო. მისი ძალაუფლება ამ მხარის გუბერნატორის ძალაუფლებას ბევრად აღემატებოდა. ახმედ ვალი კარზაი ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენდა, როგორც თავისი ისე მისი ნახევარ ძმის - პრეზიდენტ ხამიდ კარზაის სახელით მაშინაც კი, როცა ეს უკანსაკნელი თალიბების თავდასხმის ეპიცენტრში იმყოფებოდა.

სწორედ ამიტომ ნატოს უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ავღანეთში, ელჩი სიმონ გასი, ვალი კარზაის სიკვდილს ავღანეთის პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და პირად დანაკარგად მიიჩნევს.

„უდავოა, რომ ამედ არზაი ძლიერი თავდამსხმელი იყო ყანდაარის პოლიტიკაში. მისი დაკრგვა, პირადად პრეზიდენტისათვის, დიდი დანაკლისია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი სიკვდილი ყანდაარის პოლიტიკაში უზარმაზარ ბზარს გამოიწვევს, მაგრამ პრეზიდენტს ბევრი მომხრე ყავს რაც, დარწმუნებული ვარ, მას სტაბილურობის შენარჩუნებასა და მმართველობის ჩვეული რიტმის დაბრუნებაში დაეხმარება,“ ამბობს ელჩი სიმონ გასი.

ლერი გუდსანი, ამერიკის ომის კოლეჯიდან ამბობს, რომ ვალი კარზაის სიკვდილით პრეზიდენტს ის მთავარი მოკავშირე დააკლდა, რომელსაც პაშტუნის ოლქში არჩევნების დროს ამომრჩეველთა მობილიზება და ხმების მოზიდვა შეეძლო.

სთავაზობს რა თავის პირად შეფასებას, გუდსანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კარზაი ხელისუფლებაში ყოფნისათვის გარკვეული საშუალებების ძებნას დაიწყებს:

„მე ვფიქრობ, რომ ჰამიდ არზაის გეგმაა გასცდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტად არჩევის ორ ვადას და შესაძლებელი გახადოს მისი შეცვლა საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად,“ აცხადებს ლერი გუდსანი.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს რომ, ავღანეთის პრეზიდენტისათვის საკუთარი ძმის სიკვდილი, ზოგიერთი დასავლელი დიპლომატის გამაღიზიანებელი თავდასხმის დასაცავი საშუალებაა. დასავლელი დიპლომატები უკვე შეწყვეტენ პრეზიდენტის ძმის მისამართით უკმაყოფილობის გამოთქმას.

ვალი კარზაი ბევრი დასავლელი დიპლომატისათვის ავღანეთში კორუფციის წყაროდ მოიაზრება. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამერიკელი, რომელსაც ავღანეთში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს და რომელსაც არ სურს თავისი ვინაობის გამხელა, ამბობს რომ ავღანეთში ვალი ყარზაის კრიმინალად, ქურდად და ნარკოტიკების კონტრაბანდისტად მოიაზრებდნენ. იგი ასევე თანამშრომლობდა უშიშროებასთან, რასაც ყოველთვის უარყოფდა.

და მიუხედავად ყველაფრისა, ყანდაარში თალიბები კვლავ არ კარგავენ პოზიციებს. სიმონ გასი, ელჩი ნატოში, დასძენს რომ ვალი კარზაის მკვლელობა, თუ იგი თალიბების მიერ განხორციელდა, როგორც ვარაუდობენ, სასოწარკვეთილების ნიშანია.

„ამბოხებულთა სამიზნე, ამჯერად, ავღანეთის ლიდერების მართველობის დამარცხებაა. ეს ფაქტი ნაწილობრივ მეამბოხეთა ცალკეულ პირებზე თავდასხმებსა და ქალაქებზე კომპლექსურ შეტაკებას მოასწავებს,“ - აცხადებს ნატოს დიპლომატი სიმონ გასი.

ამერიკელ ჯარისკაცთა გარკვეული ნაწილი, გასულ წელს ობამას ადმინისტრაციის ბრძანებით, ყანდაარის ტერიტორის დასაცავად გაიგზავნა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ნატოს ძალები, ახმედ ვალი კარზაის სიკვდილით გამოწვეული კრიზის აღმოსაფხვრელად, შესაძლოა სისხლისმღვრელი პროცესების შუაგულში აღმოჩდნენ.

XS
SM
MD
LG