ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ოფიცერს ინფორმატორის ბრალდება წაუყენეს


პაკისტანის ოფიცერს ინფორმატორის ბრალდება წაუყენეს
პაკისტანის ოფიცერს ინფორმატორის ბრალდება წაუყენეს

პაკისტანი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ რეიდის შედეგად დაპატიმრებულ იქნა პაკისტანის არმიის ერთ-ერთი ოფიცერი. როგორც ამბობენ, ის ოსამა ბინ ლადენზე განხორციელებულ შეტევაში მნიშვნელოვანი ინფორმატორის როლს ასრულებდა.

პაკისტანის არმიის სპიკერი -გენერალ-მაიორი ათარ აბასი- პრესაში გაჟონილ ინფორმაციას „ყალბს და უსაფუძვლოს“ უწოდებს. არმიის ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ განუცხადეს, რომ ქვეყანაში დაპატიმრებებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ ამ ფაქტებს ბინ ლადენის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

გენერალ-მაიორის სპეციალური განცხადება დღეს დილით „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას მოჰყვა. გაზეთი იტყობინება, რომ პაკისტანის სადაზვერვო სააგენტომ შეერთებული შტატების დაზვერვისთვის მიცემული ინფორმაციისთვის ხუთი პაკისტანელი დააპატიმრა. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე 2 მაისს აბოთაბადში განხორციელებულ სპეცოპერაციაში ალ ყაიდას ლიდერის -ოსამა ბინ ლადენის- ლიკვიდაციას ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG