ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ჟენევაში სიტყვით გამოვიდა


პუტინი ჟენევაში სიტყვით გამოვიდა
პუტინი ჟენევაში სიტყვით გამოვიდა

პრემიერ მინისტრმა რუსეთის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე ილაპარაკა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე ილაპარაკა.

ბატონი პუტინის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ მდგომარეობას მომავალ წელს მიაღწევს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით:

“ ჩვენ ამბიციური მიზნები გვამოძრავებს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა გახდება. ამისთვის კი რუსეთის წარმოება ორჯერ უნდა გაიზარდოს.“

ვლადიმერ პუტინი 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს მაღალი ტექნოლოგების სფეროში და ქვეყნის მოდერნიზაციას 15 წელიწადში აპირებს.

XS
SM
MD
LG