ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა იემენში


არეულობა იემენში
არეულობა იემენში

იემენის დედაქალაქ სანააში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუზუსტებელი მონაცემებით დაიჭრა 65 კაცი.

იემენის დედაქალაქ სანააში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიჭრა 65 კაცი. მანიფესტანტები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვენ. სალეჰი პრეზიდენტის პოსტზე აი უკვე 32 წელია. პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმებმა და უშიშროების სამსახურის გადაქცმულმა აგენტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყვანეს მოპროტესტეების მიმართ, რომლებიც უკვე რამოდენიმე კვირაა სანაას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ცხოვრობენ. დედაქალაქის ცენტრალურ ციხეში პატიმართა აჯანყებას ჰქონდა ადგილი, რომლებმაც რამოდენიმე მცველი მძევლად აიყვანეს და მოითხოვეს სალეჰის გადადგომა. იემენის ადამიანის დაცვის ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით მომხდარი შეტაკებისას ციხეში ორი პატიმარი დაიღუპა, ხოლო 60 კი დაიჭრა.მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს.

XS
SM
MD
LG