ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია სომალელი მეკობრეების გემი


დაკავებულია სომალელი მეკობრეების გემი

ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია ორი იემენელი მძევალი და დაპატიმრებულია 16 მეკობრე.

დანიის სამხედრო ფლოტის გემმა სომალელი მეკობრეების ერთერთი მოწინავე ხომალდი დააკავა.დანიის ფლოტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს საბრძოლო გემმა „ესბერნ სნეირმა“ სომალის ნაპირების სიახლოვეს საეჭვო პატარა ხომალდი შეინიშნა.

დაკავების შემდეგ მეკობრეების გემიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო იარაღი, ტყვიაწამალი, საწვავი და ასევე ორი პატარა ნავი, რითაც მეკობრეები გემებზე შეტევებს ახორციელებდნენ.

ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია ორი იემენელი მძევალი და დაპატიმრებულია 16 მეკობრე.

XS
SM
MD
LG