ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ტრანსპორტის მინისტრი გაათავისუფლეს


ირანის ტრანსპორტის მინისტრი გაათავისუფლეს

ირანის წინააღმდეგ სანქციები ახალი საჰაერო ტექნიკის შესყიდვას აფერხებს

ირანის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი. პარლამენტართა უმრავლესობამ სამშაბათს ხმა მისცა ჰამიდ ბებაჰანის, პრზიდენტი აჰმადინეჟადის ახლო მოკავშირის, სამსახურიდან დათხოვნას. გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის საჰაერო და საგზაო შემთხვევათა რაოდენობამ იმატა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ირანის ავიახაზებზე მომხდარი კატასტროფის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. ავარიის ერთერთ მიზეზად მოძველებული აღჭურვილობა და უხარისხო ტექნიკური მომსახურება დასახელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მიერ დასავლეთიდან ახალი საჰაერო ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვას აფერხებს.

XS
SM
MD
LG