ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა.
ნაზარბაევის განცხადება მოსდევს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად გამოცხადდა რეფერენდუმის ჩატარება -ნაზარბაევის პრეზიდენტობის ორიათას ოც წლამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პარლამენტმა იანვარში მიიღო გადაწყვეტილება - ქვეყანაში ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივების სურვილს გამოავლენდა მოსახლეობაში.