დღეს ასამდე ავღანელმა კანონმდებელმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტის 19 დეკემბრისთვის ინაუგურაცია მოთხოვა. კანონმდებლები მოითხოვენ, რომ სექტემბერში გამართული არჩევნების შედეგების შესახებ დავა დასრულდეს. 249 ადგილიანი პარლამენტი ავღანელებმა 18 სექტემბერს აირჩიეს. შედეგები კი ოქტომბერში გახდა ცნობილი. თუმცა, იმის გამო, რომ დარღვევების შესახებ, დაახლოებით 5000 საჩივარი იყო შესული.
საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგების გამოცხადებას აყოვნებდა. გასაჩივრების შემდეგ, გამარჯვებულად გამოცხადებული 24 კანდიდატის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.