ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჯაშუშთა დაკავება მოსალოდნელი იყო


რუსეთის ჯაშუშთა დაკავება მოსალოდნელი იყო
რუსეთის ჯაშუშთა დაკავება მოსალოდნელი იყო

აღნიშნული ოპერაციის წარმატება 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.

ქართულმა კონტდაზვერვამ ჯაშუშობაში ბრალდებული 15 ადამიანიდან ორი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა, 13 დაკავებული რჩება პატიმრობაში, მათგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა და ოთხი რუსეთის მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ რუსული აგენტურული ქსელის გაშიფვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული ოპერაციის წარმატება 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმად პირი, რომელიც გამოცხადდებოდა და ნებაყოფლობით უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს აღიარებდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა.

კიდევ ერთი აგენტურული ქსელის გახსნა და რუსეთის ჯაშუშთა დაკავება მოსალოდნელი იყო, აცხადებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, გენერალი ლევან კიკნაძე. ლევან კიკნაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახური საქართველოში მოქმედებას კვლავაც გააგრძელებს :

”ეს არის კონტრდაზვერვის საქმიანობის ერთი ფაქტი, ჩატარებული ოპერაციის შედეგები. ამით, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების საშუალებები არ ამოწურულა და ისინი მოქმედებას საქართველოში კვლავაც გააგრძელებენ. მთავარია, ჩვენ ფხიზლად ვიყოთ და არ მივცეთ საშუალება საქმიანობა გააგრძელონ! "

"რუსეთს სურს იმპერიის საზღვრები აღადგინოს!" - აცხადებს ექსპერტი გოჩა გვარამია . მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ყოველთვის არის მოწოდება დიალოგისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა არა საქართველოს ინტერესების საზიანოდ:

"რუსეთს აქვს ერთი ინტერესი, ძველი იმპერიის საზღვრები აღადგინოს. ასე იყო რუსეთის მეფის პერიოდში, ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომელშიც საქართველო განიხილებოდა გუბერნიად და არა რესპუბლიკად, ქვეყნად და ა.შ. რუსეთს სურს დაიბრუნოს ძველი იმპერია, დაუბრუნდეს წარსულს. ანუ, პროგრესის ნაცვლად მიდის რეგრესისკენ."

ბოლო 6 წლის განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით, საქართველოში 60-მდე ადამიანი დააკავეს.

XS
SM
MD
LG