ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ამომრჩევლებს აფრთხილებს


პრეზიდენტი ობამა ამომრჩევლებს აფრთხილებს
პრეზიდენტი ობამა ამომრჩევლებს აფრთხილებს

პრეზიდენტის განცხადებით, კანონი გადასახადების გადამხდელებს და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს კოლაფსისგან იხსნის.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნოემბრის კონგრესის არჩევნებამდე ამომრჩეველს აფრთხილებს, რომ რესპუბლიკელები ვოლ სტრიტის რეფორმის კანონის წინააღმდეგ გამოდიან. პრეზიდენტი კანონს, რომელიც საშუალო კლასის კეთიდღეობისკენ არის მიმართული, წლის ყველაზე დიდ მიღწევად აფასებს.

დღეს, ყოველკვირეულ მიმართვაში, ობამამ აღნიშნა, რომ კანონმდებლებს რესპუბლიკური პარტიიდან, პოლიტიკური დივიდენდების მიღება სურთ იმ კანონისგან, რომელიც მკაცრი ფინანსური პრაქტიკისგან და სარისკო გირაოსგან დაცვას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიული პარტიის სათავეშია, ამბობს, რომ კანონი გადასახადების გადამხდელებს და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებსაც კი კოლაფსისგან იხსნის.

XS
SM
MD
LG