იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილმა ვიქტორ ბუტმა ტაილანდის ციხიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრს წერილი გაუგზავნა. წერილში იგი ქვეყნის მეთაურს სთხოვს, შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადაცია არ მოახდინოს.
ბუტის იურისტმა აღნიშნა,რომ 11 ფურცლიან ხელნაწერში ბუტი წერს, რომ ამერიკაში ექსტრადაციის შემთხვევაში, მას სამართლიანი სასამართლო პროცესი არ ექნება.
პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბუტის უსაფრთხოებისთვის მან დაცვის ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.
შეგახსენებთ,რომ ბუტი საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალების ოფიცერი იყო და იარაღის უკანონოდ გაყიდვის გამო ზედმეტსახელად "სიკვდილით მოვაჭრეს" უწოდებდნენ.